მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა. მან გააფრთხილა პარტნიორები, რომ სასწორზე უშუალოდ ბლოკისა და მისი რეგიონული გავლენის სანდოობა დგას.

„ევროკავშირის გაფართოების პროცესში გარდამტეხ გზაჯვარედინზე ვართ“, - განუცხადა ვადეფულმა ჟურნალისტებს მონტენეგროში, „ბერლინის პროცესის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

აღნიშნულ ფორმატში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის წარმომადგენლები რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავენ.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2003 წლის თესალონიკის სამიტზე განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ბლოკში იყო.

საკუთარი ქვეყნის ძალისხმევის კრიტიკული შეფასებისას მან დასძინა, რომ ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა პროცესის დაჩქარების მიზნით „ბერლინის პროცესი“ 2014 წელს წამოიწყო, თუმცა მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ხელშესახები წარმატებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ.

„ჩვენ პირობა ვერ შევასრულეთ. ყველას მოვუწოდებ, დავამტკიცოთ, რომ თესალონიკის დაპირება რეალური იყო - დავანახოთ მათ, რომ ჩვენ სანდოები ვართ“, - განაცხადა მინისტრმა.

ვადეფულმა ყურადღება გაამახვილა „გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებზეც“, რომლებიც რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად ევროკავშირს ეცილებიან - რაც პირდაპირი მინიშნებაა რუსეთსა და ჩინეთზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 246 სტატია.

  • რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?|მიხეილ დუნდუამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოBM.GE
  • მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაშირუსთავი 2
  • მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდატვ პირველი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →ევროკავშირის →საგარეო →

მსგავსი სტატიები

პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით

პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: 14 წლის წინ სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

იმედი

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

იმედი