მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე
გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე

გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე

იმედი|imedinews.ge

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა, ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის ფონზე განაცხადა, რომ ქვეყანა „ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული ომის სამიზნე“. მან აღნიშნა, რომ არამეგობრული გარე ძალები შიშისა და განუსაზღვრელობის განცდის შექმნით გერმანიის შერყევას ცდილობენ.

„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა, დივერსიები, კიბერთავდასხმები თუ საგარეო ძალების ფარული ოპერაციები, რომლებიც გერმანიის დესტაბილიზაციას ან პირდაპირი ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად - ეს მუდმივი რეალობაა“, - განაცხადა მინისტრმა.

დობრინდტის კომენტარები გავრცელდა იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც რამდენიმე დღის წინ უკრაინულ თვითმფრინავთან შეუმჩნევლად მოხვედრილი, ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, დრონი შესაძლოა ავტობუსის მძღოლს ჩამოეგდო.

ამერიკული დაზვერვა ინციდენტს რუსეთს უკავშირებს; ბერლინში რუსეთის საელჩომ ლაიფციგის ინციდენტს ფაბრიცირებული პროვოკაცია უწოდა.

არაოფიციალურად მედიისთვის ცნობილი გახდა ბუნდესვერის მეხერნიხის ბაზასთან შემჩნეული საეჭვო უპილოტო საფრენი აპარატების შესახებაც, სადაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა, ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის ფონზე განაცხადა, რომ ქვეყანა „ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული ომის სამიზნე“.

მან აღნიშნა, რომ არამეგობრული გარე ძალები შიშისა და განუსაზღვრელობის განცდის შექმნით გერმანიის შერყევას ცდილობენ.

„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა, დივერსიები, კიბერთავდასხმები თუ საგარეო ძალების ფარული ოპერაციები, რომლებიც გერმანიის დესტაბილიზაციას ან პირდაპირი ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად - ეს მუდმივი რეალობაა“, - განაცხადა მინისტრმა.

დობრინდტის კომენტარები გავრცელდა იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც რამდენიმე დღის წინ უკრაინულ თვითმფრინავთან შეუმჩნევლად მოხვედრილი, ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, დრონი შესაძლოა ავტობუსის მძღოლს ჩამოეგდო.

ამერიკული დაზვერვა ინციდენტს რუსეთს უკავშირებს; ბერლინში რუსეთის საელჩომ ლაიფციგის ინციდენტს ფაბრიცირებული პროვოკაცია უწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 212 სტატია.

  • აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას 4 საათი დასჭირდება - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნორუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
მინისტრის →ომის →

მსგავსი სტატიები

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

იმედი

იტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

იტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

იმედი

კოსოვოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კვერცხები ესროლა

კოსოვოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კვერცხები ესროლა

იმედი

იაპონიაში არმიის გაფართოების გეგმა გააპროტესტეს

იაპონიაში არმიის გაფართოების გეგმა გააპროტესტეს

იმედი