მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას 4 საათი დასჭირდება - მინისტრის მოადგილე
აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას 4 საათი დასჭირდება - მინისტრის მოადგილე

აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას 4 საათი დასჭირდება - მინისტრის მოადგილე

BM.GE6 აგვისტო, 2026, 15:24|bm.ge

აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები თბილისიდან ბათუმში მგზავრობას 4 საათში შეძლებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

რკინიგზა აღნიშნულ რეისს 4 საათში 3 აგვისტოდან ასრულებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მგზავრობის დროის შემცირება რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შედეგად გახდა შესაძლებელი.

„ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოქმედ სამგზავრო სადგურებსაც. სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს რკინიგზის დატვირთვის გაზრდასა და მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართაიმედი
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, მისცეს უფლება, დაურეკოს ცოლს და შვილებსნეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
მინისტრი →თბილისში →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

BM.GE

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

BM.GE

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

BM.GE