მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანული მედია: ბერლინთან ახლოს იპოვეს იარაღის სამალავი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება
გერმანული მედია: ბერლინთან ახლოს იპოვეს იარაღის სამალავი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება

გერმანული მედია: ბერლინთან ახლოს იპოვეს იარაღის სამალავი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება

იმედი|imedinews.ge

გერმანულმა სპეცსამსახურებმა ბერლინთან ახლოს, ბრანდენბურგის ტყეში, იარაღის პროფესიონალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს.

გერმანული მედიასაშუალებების - NDR-ის, WDR-ისა და Süddeutsche Zeitung- ცნობით, გასული ზაფხულის ბოლოს სამართალდამცველებმა, ინფორმატორისგან მიღებული ცნობების საფუძველზე, ტყეში მიაგნეს სამალავს, სადაც პისტოლეტები ინახებოდა.

ოპერატიული სამსახურები სამალავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩუმად აკვირდებოდნენ, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილებმა სამალავის გაშიფვრის შესახებ შეიტყვეს.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება (BfV) ვარაუდობს, რომ სამალავი რუსული სპეცსამსახურების დავალებით შეიქმნა. უსაფრთხოების სამსახურები დარწმუნებულნი არიან, რომ იარაღი განკუთვნილი იყო აგენტებისთვის, რომლებსაც მოსკოვის სახელით გერმანიის ტერიტორიაზე „კინეტიკური ოპერაციები“, მათ შორის მკვლელობები უნდა განეხორციელებინათ.

საქმეზე გამოძიებას გერმანიის გენერალური პროკურატურა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი მძიმე ძალადობრივი აქტის მომზადების მუხლით აწარმოებს. ამავე საქმის ფარგლებში ერთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია რუმინეთში.

BfV-ის ხელმძღვანელი სინან სელენი თვეების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ რუსეთს შესაძლოა კონკრეტულ პირებზე თავდასხმები განეხორციელებინა. პოტენციურ სამიზნეებს შორის სახელდებიან იარაღის მწარმოებლები, ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციონერები და უკრაინის მხარდამჭერები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

იმედი

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები