მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ უყენებენ, ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ უყენებენ, ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეოკადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. უწყების ინფორმაციით, კადრებში დეესკალაციის საკანში დავითაძის გადაყვანისა და მისი შემოწმების პროცესია ასახული.

აბაშიძის თქმით, ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ უყენებენ. ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა.

„პატიმრის ეგრეთ წოდებული „გაუპატიურების“ ბინძური პოლიტიკური სპექტაკლი ციხის სათვალთვალო კამერამ გააქარწყლა.

აი, რა მორალურ ფსკერამდე შეიძლება დავიდეს უსინდისო ნაცჯალათების ბრძოლა - პატიმრისა და მისი საახლობლოს უმძიმესი ბრალდება ბადრაგის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე პოლიტიკური ისტერიის ასაგორებლად გამოიყენო, ადამიანობადაკარგულ პატიმარს ამაზე ხელი მოაწერინო და შემდეგ აღმოჩნდეს, რომ კამერამ სულ სხვა რამ დააფიქსირა.

და ამ ტუსაღს - ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს - მორალურობა ასე გაუცამტვერეს ბოროტმა სექტანტებმა?!

გავრცელდა ბრალდება, თითქოს რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დეესკალაციის საკანში მასზე სექსუალურად იძალადეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ეს ბრალდება სრულ სიცრუედ შეაფასა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

უწყების განმარტებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული დადგენილი წესის შესაბამისად შემოწმებას ექვემდებარებოდა, თუმცა დავითაძემ შემოწმებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. ამის შემდეგ, საკუთარი მოვალეობის შესრულების მიზნით, თანამშრომლებმა მას იძულებით ჩაუტარეს შემოწმება სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.

და სწორედ ეს პროცესი აქვს გადაღებული სათვალთვალო კამერას.

პენიტენციური სამსახური ასევე განმარტავს, რომ კადრების გასაჯაროებისგან მანამდე თავს იკავებდა, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არ სურდა, მისი მხრიდან რაიმე ქმედება გამოძიებაზე ზემოქმედების მცდელობად აღქმულიყო. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და უწყების დისკრედიტაციის მცდელობების გათვალისწინებით, კადრების გამოქვეყნება გადაწყდა. უფრო მეტიც, უწყების ინფორმაციით, 2026 წლის 3 მარტიდან დავითაძის ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და მზად არის, კანონით დადგენილი წესით, ეს მასალებიც გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

და ახლა ყველაზე აღმაშფოთებელი ნაწილი: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ უყენებენ. ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა.

მათ სურდათ მორიგი პოლიტიკური ე.წ. „ციხის სკანდალი“ შეეთითხნათ, მაგრამ არსებობს ვიდეო, რომელიც ყალბი ემოციების, პოლიტიკანური განცხადებებისა და უსინდისო და უკიდეგანო თვითგაბანძების ნაცვლად, კონკრეტულ მომენტს ასახავს.

წარსულში რეალურად მომხდარი დანაშაულების გამმართლებლები, პოლიტიკურ რეიტინგებში დაძონძილნი, დღეს ყველაფერს პოლიტიკურ ბრალდებად აქცევენ.

რეალურ ფაქტებს კი ვერსად გაექცევიან ეს უგვანო არსებები,“ - წერს აბაშიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობსფორმულა
  • თაღლითობა „ბიზნესში ინვესტირების“ პირობით - თბილისში ₾275 ათასის მითვისების ბრალდებით 2 პირი დააკავესBM.GE
  • ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია მეთადონი და დასაფასოებლად საჭირო მოწყობილობებირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

იმედი

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, არ გვექნებოდა სახელმწიფო. სწორედ ამას არ პატიობენ ამ ოჯახს. ამიტომ არის, რომ გამალებით ესხმიან თავს და ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებენ მის მიმართ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს