მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ძმები წულუკიძეების საქმე - მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია
ძმები წულუკიძეების საქმე - მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია

ძმები წულუკიძეების საქმე - მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია

ტვ პირველი16 ნოემბერი, 2026, 14:03|tvpirveli.ge

კრიმინალური სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ძმები წულუკიძეების საქმის სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღეს სასამართლოში დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარე გამოვიდა. სხდომა, ისევე როგორც წინა პროცესები, მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმეზე ბრალდებულ ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც ამ ბრალს დაადასტურებდა, თუმცა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროკურორს უთხრა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ძმების ქურდულ სამყაროსთან კავშირს ვერ ადასტურებდა.

ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. დასკვნითი სიტყვა არ იყო დასაბუთებული, არ იყო იმ ფორმატიდან გამომდინარე, რომელიც, დაადასტურებს, მაგალითად, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება 25 ნოემბერს. ჩვენ მზად ვართ იმ ეპიზოდებზე პასუხის გაცემისთვის. გვსურდა, ბრალდების მხარეს დაესაბუთებინა აღნიშნული, რაშიც ვეთანხმებით ჩვენ ყველა და მოხარული ვართ, რაც მოვიმისმინეთ, იმიტომ, რომ კატეგორიული მოთხოვნა იყო სასამართლოში ბრალდების მხარესთვის, რომ დასაბუთება წარმოედგინა ქურდულ გარჩევასთან დაკავშირებით, ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით მამტკიცებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც არ იქნა გაჟღერებული ბრალდების მხარის მიერ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რეპლიკაში გამოვაცხადებთ აღნიშნულს. არც ჩვენ ვართ მშვიდად და წყნარად, ჩვენც წარვადგენთ ჩვენს პოზიციებს, - თქვა პროცესის შემდეგ ადვოკატმა.

ბათუმელი ძმები წულუკიძეები და მათი ოჯახის წევრები დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

ერთადერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურაას აქვს, არის კრებსები, სადაც მხოლოდ ის აისახება, რომ ადამიანები ურეკავენ და რჩევას სთხოვენ, დახმარებას სთხოვენ. არანაირი მტკიცებულება იმის, რომ დავუშვათ, ქურდთან არის საუბარი, არანაირი ქურდული გარჩევა არ არის. არ ვიცი, ვნახოთ, მაინც გვაქვს რაღაც იმედი, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება, თუ არადა გავასაჩივრებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამ საქმის მასალებსაც გავასაჯაროებთ და ქართველმა ხალხმა ნახოს, რის გამო შეიძლება, მიუსაჯონ. თუ საქმის მასალებიდან გამომდინარე იმსჯელებს მოსამართლე, წესით, უნდა გამართლდნენ. არიან მორწმუნე მუსლიმები. იყო მორწმუნე მუსლიმი და იყო ქურდული სამყაროს წევრი ეს ორი ერთმანეთთან გამორიცხულია. ჯერ მხოლოდ ის, რომ ჩვენება მისცეს, მარტო ეგ გამორიცხავს იმას, რომ ქურდული სამყაროს წევრები შეიძლება იყვნენ. რადგან არიან ოპოზიციურად განწყობილები, არ უნდათ, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ. არ რისკავენ, ფიქრობენ, რომ ამ ხელისუფლებისთვის საშიში პიროვნებები არიან. ავტორიტეტი ნამდვილად აქვთ, მაგრამ არა ქურდული, - ამბობს ოჯახის წევრი.

საქმეზე ბრალდებულ ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება. ორივე მათგანი ბრალს უარყოფს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავარუსთავი 2
  • ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატიფორმულა
  • სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურაBM.GE
  • თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესნეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ექსკლუზივი: "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი

ექსკლუზივი: "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი

ტვ პირველი

ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ტვ პირველი

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

ტვ პირველი

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის კითხვები ნიკა გვარამიას და პოლიტიკოსის პასუხი

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის კითხვები ნიკა გვარამიას და პოლიტიკოსის პასუხი

ტვ პირველი