მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

იმედი|imedinews.ge

,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა, განმტკიცდა სუვერენიტეტი და ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ შეძლო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, ქვეყანას ისტორიული მაქსიმუმი დაეფიქსირებინა.

,,საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენმა სამშობლომ არაერთი ქარტეხილი გამოიარა.

პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, დაბრკოლებები არ შემცირებულა. იყო ომები, შიდა დაპირისპირებები და სახელმწიფოებრივი სტაგნაციის ეტაპები.

2012 წლის პირველ ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებული გამარჯვებით კი, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა და რეალურად განმტკიცდა სუვერენიტეტი. ამ ფონზე, ბოლო წლებში გარე წნეხმა იმატა, თუმცა ეს მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა.

სწორედ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. ის უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანასა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს.

იმავე ინდექსის პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაშიც, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო.

პრაგმატული და გააზრებული მშვიდობის პოლიტიკის შედეგია საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, საერთაშორისო ინდექსებში მისი დაწინაურება.

დღეს, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის, თუ რას გადაურჩა ჩვენი სამშობლო 2022 წლის შემდეგ და ისიც, რომ ეს რისკები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და არსად წასულა“, - წერს ჩაკვეტაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი