
გიორგი ედილაშვილი: ვიღაცას აფხაზი მხარისთვის რომ დაევალებინა, მოეფიქრებინათ ისეთი ტყუილი, რომელიც ყველაზე მეტად დააზიანებდა საქართველოს, ისინიც ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ტყუილს, რაც ბარამიძემ თქვა
ვიღაცას აფხაზი მხარისთვის რომ დაევალებინა, მოეფიქრებინათ ისეთი ტყუილი, რომელიც ყველაზე მეტად დააზიანებდა საქართველოს, ისინიც ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ტყუილს, რაც ბარამიძემ თქვა, - განაცხადა ომის ვეტერანმა გიორგი ედილაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებების შეფასებისას.
მისი თქმით, ამ განცხადებებმა ოკუპირებულ მხარესთან ურთიერთობების დალაგების პროცესი ისევ შეაჩერა.
„ომის დანაშაულს იქ ადგილი არ ჰქონია. საკმაოდ ჰუმანურად ვიყავით განწყობილი. ჩვენი არაკეთილმოსურნეები, ვიღაცას რომ ეთქვა, აფხაზი მხარისთვის დაევალებინა, რომ მოეფიქრებინათ ისეთი ტყუილი, რომელიც ყველაზე მეტად დააზიანებდა საქართველოს, ისინიც ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ტყუილს, რაც ბარამიძემ თქვა. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის. მითუმეტეს, რომ ჩვენ რაღაც კავშირები, ურთიერთობები დაწყებული გვქონდა და სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები ისევ გაგვიფუჭდა“, - აღნიშნა ედილაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.
ბარამიძის ამ განცხადების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
იმედი
წყარო: imedinews.ge