მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკავშირის ლიდერები შვებულებაში არიან. კრიზისები კი, რომლებიც ბლოკს ემუქრება - არა
POLITICO: ევროკავშირის ლიდერები შვებულებაში არიან. კრიზისები კი, რომლებიც ბლოკს ემუქრება - არა

POLITICO: ევროკავშირის ლიდერები შვებულებაში არიან. კრიზისები კი, რომლებიც ბლოკს ემუქრება - არა

იმედი|imedinews.ge

გეოპოლიტიკურ კრიზისებსა და სტიქიურ უბედურებებს უსიამოვნო ჩვევა აქვთ - ევროპას ზაფხულის შუაგულში არყევენ მაშინ, როდესაც ბლოკის პოლიტიკური ლიდერები მზეზე ისვენებენ ან რომელიმე სოფლის იდილიურ გარემოში განმარტოებას ცდილობენ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, ევროპის მთავრობებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ ლიდერებს შვებულებაში ყოფნის პირობებშიც საკმაოდ ეფექტიანად შეუძლიათ მუშაობა, კრიზისის დროს თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია ლიდერი ადგილზე ყოფნას აჩვენებდეს, როგორც რეალურად იქ იმყოფებოდეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სულ რამდენიმე საათში ხანგრძლივი საზაფხულო შვებულების დაწყებას აპირებდა, როდესაც 30 ივლისს ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში 72 000 მიგრანტი შეიჭრა. სოციალისტმა ლიდერმა გეგმა გადადო და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ქალაქში გაემგზავრა, სადაც სატელევიზიო მიმართვისას ევროკავშირის სხვა ლიდერების კრიტიკას უპასუხა.

თუმცა, როგორც კი საგანგებო ვითარება კონტროლირებადად შეფასდა, სანჩესი დაგეგმილ შვებულებას დაუბრუნდა კუნძულ ლანსაროტეზე მდებარე სახელმწიფო ვილაში.

მის გადაწყვეტილებას, შვებულებაში წასულიყო მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისის ტალღები ევროკავშირში კვლავ გრძელდებოდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტიის გენერალური მდივნის მოადგილემ ელიას ბენდოდომ პრემიერ-მინისტრი „უპრეცედენტო ეგოიზმში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ სეუტაში არსებული ვითარება „შორს არის ნორმალურისგან“, სანჩესი კი მაინც შვებულებაში იმყოფება.

„სანჩესი ესპანელ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც სანაპიროზე ისვენებს“, - დასძინა მან.

სანჩესი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი არ არის, რომელსაც სურს, რომ სეუტის კრიზისმა აგვისტოს შვებულება არ ჩაუშხამოს.

იმ დროს, როდესაც ესპანეთსა და იტალიას შორის შენგენის ზონის მოქმედება შეჩერებულია და ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ჩანს, ზაფხულის უფრო მშვიდი ნაწილის გატარებას უცნობ სოფლის გარემოში ცდილობს, წერს გამოცემა.

მიგრაციის საკითხზე დავის გაგრძელების ფონზე, ფონ დერ ლაიენმა ამ კვირაში Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას თავისი ქათმის Chickeletta-ს მიერ გამოჩეკილი ორი წიწილისთვის სახელების შერჩევა სთხოვა.

მიუხედავად ამ მსუბუქი შინაარსის პოსტისა, ევროკომისიის წარმომადგენელმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მასშტაბით განვითარებულ მოვლენებს კვლავ აკვირდება და „ბრიუსელში თავის გუნდსა და კომისართა კოლეგიასთან მუდმივ კონტაქტზეა“.

„ოჯახთან გატარებული დრო მნიშვნელოვანია, თუმცა ის ყოველთვის ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა კრიტიკულ საკითხს, სრულად არის ჩართული პროცესებში და საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ერევა“, - დასძინა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდა და კრიზისის უშუალოდ მართვაში ჩართულ სამ კომისართან ყოველდღიურ კონტაქტზეა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენფორმულა
  • ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადებაBM.GE
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იმედი

დავით მათიკაშვილი: ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ხელისუფლების მშვიდობიანი და საკუთარი ხალხის ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკა დიდი წინაღობაა მათი ქმედებების აღსრულებისთვის

დავით მათიკაშვილი: ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ხელისუფლების მშვიდობიანი და საკუთარი ხალხის ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკა დიდი წინაღობაა მათი ქმედებების აღსრულებისთვის

იმედი

გიორგი ვოლსკი: ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები სტაბილური ჰქონდეს

გიორგი ვოლსკი: ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები სტაბილური ჰქონდეს

იმედი

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

იმედი