მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია: ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესების დასაცავად დღეს რომ დაიწყო ფიქრი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის მსხვერპლი ვიყავით ჩვენ, როდესაც რუსეთის დასანქცირებისკენ მოგვიწოდებდნენ
გიორგი გაბუნია: ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესების დასაცავად დღეს რომ დაიწყო ფიქრი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის მსხვერპლი ვიყავით ჩვენ, როდესაც რუსეთის დასანქცირებისკენ მოგვიწოდებდნენ

იმედი|imedinews.ge

სწორედ აქ ჩანს თუ რაოდენ გონიერი, სწორი, პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკა აწარმოვა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც ჩვენ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე გადავდგით მთელი რიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ხალხს, ქვეყანას სიკეთით დახვდა დღეს, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა" .

დეპუტატი გამოეხმაურა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი 20 მაისიდან ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბრიტანეთის ხელისუფლებას ხშირად ვაკრიტიკებთ და სამართლიანადაც, ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ ბრიტანეთს რაც არ ესწავლება ეს არის საკუთარი ინტერესების დაცვა. მან ძალიან კარგად იცის რას აკეთებს. მინდა საზოგადოებასაც შევახსენო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ რუსეთთან დიალოგის განახლება აუცილებელია. სწორედ აქ ჩანს თუ რაოდენ გონიერი, სწორი, პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკამ აწარმოვა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც ჩვენ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე გადავდგით მთელი რიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ხალხს, ქვეყანას სიკეთით დახვდა დღეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ რომ დღეს დაიწყო ფიქრი, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვას, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის მსხვერპლი ვიყავით ჩვენ, როდესაც გვაკრიტიკებდნენ და მოგვიწოდებდნენ, რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ აღელვებდა მათ ქართველი ხალხი", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, არცერთ ევრობიუროკრატს არ გაუკრიტიკებია დიდი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება.

დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი.

ბრიტანეთის საელჩოს „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა, რამდენად თანმიმდევრულია ოფიციალური ლონდონის პოლიტიკა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე გენერალური სავაჭრო ლიცენზია გასცა. ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტი დაიშვება, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 230 სტატია.

  • რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინაBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი