მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია ეუთოს რეზოლუციაზე: აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში
გიორგი გაბუნია ეუთოს რეზოლუციაზე: აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში

გიორგი გაბუნია ეუთოს რეზოლუციაზე: აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში

იმედი|imedinews.ge

აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ეუთოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

გიორგი გაბუნიას თქმითვე, ისიც კი იკადრეს, რომ ჯო უილსონის რანგის პოლიტიკოსის მიერ წარმოდგენილი პროექტი მიიღეს.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში. ისიც კი იკადრეს, რომ ჯო უილსონის რანგის პოლიტიკოსის მიერ წარმოდგენილი პროექტი მიიღეს. ჩვენ კარგად ვიცით ჯო უილსონი რა ტიპის პოლიტიკოსია, როგორ განცხადებებს აკეთებდა ის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი ქართველთ მოძულე ადამიანი, რომელსაც ქართულთან, საქართველოს სახელმწიფოსთან არანაირი დადებითი ემოცია არ აკავშირებს. ასეთი ადამიანის მიერ გატანილი რეზოლუცია მიიღეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეუთოს, რომელსაც ყოველთვის გარკვეული რეპუტაციული პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს საკუთარ თავს ამ რეზოლუციის მიღებით.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი, დებულებით გათვალისწინებული მიზანი გახლავთ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ამ მიზნებს ვერ ასრულებს ეს ორგანიზაცია. დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა. ამიტომ, ურჩევნიათ საკუთარი მიზნების განხორციელებას მიხედონ, ვიდრე ქვეყანას, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, დიდი პოლიტიკური ზეწოლის ფასად უჯდება მშვიდობის შენარჩუნება, განვითარების შენარჩუნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს

გამოაშკარავებული ოპოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოაშკარავებული ოპოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნება - ამბროლაური სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს მასპინძლობს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს

The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს

იმედი