მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს

იმედი|imedinews.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.

სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.

ავტომობილები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის დირექტორ ირაკლი ფურცელაძესთან ერთად, ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ცენტრის რეგიონული ფილიალების მაქსიმალური ოპერატიულობა და მობილობა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება - ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ჯამში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 9 განყოფილება და სამმართველო აღიჭურვება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

იმედი

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

იმედი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა

იმედი