მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები
გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას კორუფციულ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები.

„წინა 3 წელთან შედარებით, 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი,რაც შეეხება ბრალდებულ პირთა რაოდენობას 125-ს მიაღწია, გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც და მსჯავრი დაედო 84 პირს. ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში“,-განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებით და სრულად აღიჭურვა საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა პროკურორთა და გამომძიებელთა რაოდენობა, რაც ხელს უწყობს დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი