მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა
გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა

გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა

იმედი|imedinews.ge

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის შედეგად, უმეტესად ქალები ზარალდებიან.

„კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა 62%-ის მიმართ.

ამ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა აქტიური პრევენციის გარეშე წარმოუდგენელია, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, გაანალიზდა სასამართლოს პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე ვგეგმავთ საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ტენდენციების შეფასებას, ხარვეზების აღმოფხვრას, სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებას, სწორი და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვას.

2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია, დაიწყო მუშაობა და მოქალაქისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება საინფორმაციო ბროშურა ოჯახური დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კვლავ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • მესტიაში ზაფხულის სეზონი კვლავ პიკურ პერიოდად რჩება - „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელიBM.GE
  • AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდატვ პირველი
  • შათირიშვილი: AFD-ის აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, AFD-ს აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოსრუსთავი 2
  • სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის დაკავების შემდეგ კრემლი ერევანს კვლავ ემუქრებაფორმულა
კვლავ →

მსგავსი სტატიები

BBC: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის გეგმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ დაბლოკა

BBC: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის გეგმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ დაბლოკა

იმედი

ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით

ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით

იმედი

გიორგი სოსიაშვილი: მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო

რიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მისაცემად, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე

რიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მისაცემად, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე

იმედი