მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მოხსენებაში გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა საბიუჯეტო რესურსების ეფექტურ განკარგვასა და იმ პროგრამებზე, რომლებიც ოკუპაციის პირობებში დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, 2025 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელი საბიუჯეტო მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდით გამოირჩეოდა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამშვიდობო ინიციატივების, ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდა არაერთი პროექტი, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის დიალოგის გაღრმავებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

მოხსენების შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის პრიორიტეტებზე და მთავრობის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.

აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი