მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი: სიძულვილის ენა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის გამოწვევა. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას შეეხო, იმიტომ რომ სიძულვილის გამოხატვა იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დაძაბულობას, რადიკალიზაციას და ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითად აისახება
გიორგი კახიანი: სიძულვილის ენა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის გამოწვევა. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას შეეხო, იმიტომ რომ სიძულვილის გამოხატვა იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დაძაბულობას, რადიკალიზაციას და ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითად აისახება

იმედი|imedinews.ge

გიორგი კახიანი „დღის ქრონიკაში“ სიძულვილის ენასთან ბრძოლის აუცილებლობასა და ამ პროცესზე დასავლეთის რეაქციას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სიძულვილის ენა გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავებაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა ამ პროცესში დასავლური ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად ორმაგი სტანდარტები ვლინდება.

„რეალობა არის ის, რომ სიძულვილის ენა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის გამოწვევა. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას შეეხო, იმიტომ რომ სიძულვილის გამოხატვა იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დაძაბულობას, რადიკალიზაციას და ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითად აისახება. ამიტომ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ სიძულვილის ენის განეიტრალებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა დგას მეორე მხარეს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ გამოხატვის თავისუფლება და სიძულვილის ენა“, - განაცხადა დეპუტატმა.

კახიანის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს სიძულვილის უფლებას, კანონმდებლობაში კი შესაბამისი ზღვარი მკაფიოდაა გავლებული. ვიცე-სპიკერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მექანიზმებზე, რომლებიც სამართალდარღვევების მონიტორინგისთვის შეიქმნა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა ცივილური სამყაროსთვის მიღებული სტანდარტია.

„არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. შეიძლება თავიდან, რაღაც ეტაპზე საზოგადოებისთვის ეს სიახლე იყოს. მაგალითად, როდესაც შეიქმნა სამმართველო, რომელიც თვალს ადევნებს ასეთ სამართალდარღვევებს და შესაბამისად რეაგირებს. ამას უნდა მივეჩვიოთ. ეს ნორმალური ამბავია. არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, მის მიმართ სიძულვილის გამომხატველი ლექსიკა გქონდეს. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ, ცივილურ სახელმწიფოშიც დარღვევაა. ევროკავშირის სახელმწიფოებში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კახიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალური ქსელი საჯარო სივრცეა და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება სიძულვილის ენას, როგორც ნორმას, ისე შეაჩვიონ. მისი თქმით, ამის მიზანი საზოგადოების დაპირისპირება და რადიკალიზაციაა, რათა შექმნილმა მუხტმა, შესაძლოა, ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება გამოიწვიოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი