მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი: ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ, იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები. შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ. სხვადასხვა საკითხზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის
გიორგი კახიანი: ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ, იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები. შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ. სხვადასხვა საკითხზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის

იმედი|imedinews.ge

ჩვენ, გარკვეულწილად, იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ ამ შეხვედრების მონაწილეები, იქნებიან ეს ბელგიის თუ ლუქსემბურგის წარმომადგენლები, ჩვენს პოზიციებს, რომელიც დიალოგის ფარგლებში გამოითქვა, მათ შორის გააცნობენ მათაც ევროკავშირში, ვისაც განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ბევრ რამეზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრები იძლევა საშუალებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი სიმართლე დაუპირისპიროს დეზინფორმაციულ კამოანიას.

„ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი გამოწვევა რა არის?! - ეს არის ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ, იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში და ძალიან კარგად ესმის ყველაფერი. მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა გამოწვევები და ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები. ასეთი ვიზიტები ამასაც ემსახურება. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა შეხვედრები ბელგიის პარლამენტის პალატების თავმჯდომარეებთან, ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იმ შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ. სხვადასხვა საკითხზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის“, - განახადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილი ხვდება, რომ გაბუტვის პოლიტიკამ თავისი თავი ამოწურა.

„შესაძლოა ბევრისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ არასწორ და უსამართლო პოლიტიკას ატარებდნენ საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ დრომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით აჩვენა, რომ ეს არის არასწორი პოლიტიკა, მათთვის არანაირი შედეგის მომცემი, დამაზიანებელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის და არის მსჯელობა იმაზე, რომ ეს უნდა შეიცვალოს, ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურიატვ პირველი
  • "პროცესი დაიძრა" - რა ეტაპზეა Air Georgia-ს სამგზავრო ტერმინალის პროექტი?BM.GE
  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →სხვადასხვა →საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

ალექსანდარ ვუჩიჩი: გულთბილი საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთან სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და იმ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხების ისტორიული, კულტურული და რელიგიური კავშირები აერთიანებს

ირაკლი კობახიძე: კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან, ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე

ირაკლი კობახიძე: კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან, ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე

იმედი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა

იმედი

ნეთანიაჰუ: ირანის მკვლელი რეჟიმი საკუთარი სიცრუის, კორუფციისა და სასტიკი ქმედებების გამო დაემხობა - ეს ბოროტი რეჟიმი დაეცემა და ამას ყველანი ერთად ვიზეიმებთ

ნეთანიაჰუ: ირანის მკვლელი რეჟიმი საკუთარი სიცრუის, კორუფციისა და სასტიკი ქმედებების გამო დაემხობა - ეს ბოროტი რეჟიმი დაეცემა და ამას ყველანი ერთად ვიზეიმებთ

იმედი