მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ეს საქართველოს დემოკრატიული სამყაროს პერსპექტივიდან ჩახსნაა“ - კახა გოგოლაშვილი ევროინტეგრაციის პროცესზე
„ეს საქართველოს დემოკრატიული სამყაროს პერსპექტივიდან ჩახსნაა“ - კახა გოგოლაშვილი ევროინტეგრაციის პროცესზე

„ეს საქართველოს დემოკრატიული სამყაროს პერსპექტივიდან ჩახსნაა“ - კახა გოგოლაშვილი ევროინტეგრაციის პროცესზე

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 19:32|bm.ge

საქართველოს ჩახსნა დემოკრატიული სამყაროს პერსპექტივიდან - ასე აფასებს ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი, 3 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრემიერის რიტორიკას.

„ანალიტიკაში“ სტუმრობისას კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას მისი მმართველების ამგვარი გამოსვლებით ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დასავლეთთან დაახლოების პერსპექტივაც ესპობა.

„ჩვენ ვისმენთ არასერიოზულ და ინფანტილურ განცხადებებს, ოღონდ თითქოს სერიოზული ხალხისგან. ასეთი განცხადებების გაჟღერების შედეგი შეიძლება იყოს საქართველოს გარიყვა და ჩახსნა ევროინტეგრაციის პროცესიდან და არამარტო. ეს ყველაფერი არის საქართველოს ჩახსნა დემოკრატიული სამყაროს პერსპექტივიდან.

რადგან გარემო გეოპოლიტიკური გახდა, ჩვენ ვხედავთ ორ შესაძლებლობას - არის ევრაზიული სივრცე, სადაც ძირითადად ავტორიტარული ტენდენციებია და ავტორიტარული სამყაროს კონსოლიდაცია ხდება. და არის ევროპული და დემოკრატიული, დასავლური კონსოლიდაციის სამყარო. ჩვენ ასეთი საუბრით არამხოლოდ ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა გვესპობა, არამედ მთლიანად ასეთი დემოკრატიული სამყაროს ელემენტად ჩამოყალიბების და მათთან ურთიერთობის. ჩვენ გადავისვრით ჩვენს თავს ევრაზიულ სივრცეში, რომელიც სტაბილურად რამდენი ხანი დარჩება არ ვიცით. როგორც ჩანს გათვლილია და ასეთი გეგმა არსებობს, რომ საქართველომ თავი დაანებოს ამ დემოკრატიზაციის მცდელობას და მყარად ჩაჯდეს ამ ავტორიტარულ სივრცეში როგორც მათი წევრი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

კითხვაზე - რა ბედი ეწევა საქართველოს აქამდე უალტერნატივო

როლს შუა დერეფანში და დგას თუ არა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში ახალი მასშტაბური პროექტებზე უარის თქმის საფრთხე, ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი პასუხობს, რომ IFI-ები ისეთ პროექტებს დააფინანსებენ, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში იქნება. ის ასევე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ავტოკრატიული ქვეყნების რიგში გადავა, ევროგაერთიანება ახალ თანაარსებობის პოლიტიკას შეიმუშავებს.

„მე მაქვს ასეთი წარმოდგენა, რომ ის დიდი პროექტები, რომელიც დაწყებული აქვს ევროკავშირს და რომელიც ეხება აზია-ევროპის დერეფნის განვითარებას ე.წ. დაკავშირებულობის პროექტები ასე მგონია, რომ მათი დაფინანსება ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე რაღაცას გააგრძელებს. და თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა, ჩვენ ისევე ქვეყნების სიაში ჩავეწერებით როგორიც აზერბაიჯანი ან ცენტრალური აზიის ქვეყნებია. შესაბამისად, ჩვენთან იქნება ეს ტრანზაქციული ურთიერთობები განვითარებული. ამიტომ EIB-ის სხვა დასავლურ ბანკებს და ფონდებს რაც შეეხება, ისინი ალბათ ისეთ პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ევროკავშირისთვის აუცილებელი და მოგებიანი იქნება და რომელიც საქართველოზე გაივლის, მაგრამ ამ მომენტისთვის ვიცით, რომ ახალი პროექტების მიცემა საქართველოსთვის გნებავთ EIIB-სგან და EBRD-სგანაც გაყინულია, მაგრამ ძველი პროექტები ყველა გრძელდება.

ამიტომ ასეთი მდგომარეობაა, თუ საქართველო ავტორიტარული ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს, ახალი პოლიტიკა უბრალოდ თანაარსებობის პოლიტიკა შემუშავდება. ეს იქნება თანაარსებობა ავტორიტარულ ქვეყანასთან“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურარუსთავი 2
  • რის თქმა მოასწრო ღარიბაშვილმა, ვიდრე პროცესს დახურავდნენტვ პირველი
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE