მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს: აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე
გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს: აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე

გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს: აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე

იმედი|imedinews.ge

აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე, - ასე მიმართავს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გია ბარამიძეს.

„ერთადერთი მიზეზი რის გამოც პოლემიკაში ჩავერთე იყო ის, რომ სრული სურათის არცოდნას სინამდვილე არ დაემახინჯებინა და არა ოცნებასთან ჩემი სიახლოვეზე რეაქცია. ან სად ნახა ეს სიახლოვე, სადმე რომელიმე აქტივობაში მივიღე მონაწილეობა, თუ რაიმე პრივილეგიით ვსარგებლობ?

1.2 მილიონ მოქალაქეს შორის ამომრჩევლობა, თუ არის სიახლოვე, მაშინ ოდესღაც მათთანაც მაკავშირებდა ასეთი სიახლოვე. მაგრამ 2005 წლიდან თავადვე მოახდინეს საზოგადოების პოლარიზება და მიუღებელ, არასასურველ პირად მაქციეს.

როდესაც ბოდიში მოიხადა, ჩავთვალე, რომ ჩემი მისია შევასრულე, და ამ აჟიოტაჟში მეტ ჩარევას არ ვაპირებდი. რადგან მე არ ვუერთდები ვეტერანთა ერთი ჯგუფის საჩივარს. სამწუხაროდ როცა შემდგომი განცხადებები ვნახე მივხვდი, რომ ვერაფერი მან ვერ გაიგო.

ამჯერად პირდაპირ მივმართავ.

გია, შენ არ იცი რა გრძნობაა ომში ძმის ან ოჯახის წევრის დაკარგვა და ტყუილად საუბრობ მათ მაგივრად. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ომში ძმა მომიკლეს. გავბოროტდი? გამიჩნდა შურისძიების და მტრობის განცდა? კითხე სხვებსაც ომში დაღუპული ოჯახის წევრებსაც, მათგან გსმენია სიძულვილისა და მტრობის განცდა? ამიტომაცაა რომ ჩემს წიგნში „სამშობლოს ამარა“, აფხაზებს ყველგან მოწინააღმდეგეებად მოვიხსენიებ და არა მტრებად.

ვერ გრძნობ, რომ ეს უკვე სანახაობად გადაიქცა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნენი ტკბებიან. აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე. თქვი, რომ მართლა არ იცნობდი რეალობას ან წაიკითხე ჩემი წიგნი („სამშობლოს ამარა“). და თავადვე დარწმუნდები, რამდენი რამ არ გცოდნია ტყვეების აყვანისა და მათი გათავისუფლების შესახებ“, - წერს ყარყარაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენიფორმულა
  • ვეტერანი გიორგი მათიაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, ვიღაცის მიერ არის შეკვეთილი, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემდეგ გასულია ძალიან დიდი დრორუსთავი 2
  • გია ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენება "ოცნების" მხარდამჭერმა, გოგა ხაინდრავამ მისცატვ პირველი
  • აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ბარამიძის საქმეს ეხმაურებანეტგაზეთი
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

შტურმი ტურიზმზე და ქვეყნის დამაზიანებელი კამპანია - ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შტურმი ტურიზმზე და ქვეყნის დამაზიანებელი კამპანია - ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

იმედი

ქართველებისთვის წაყენებული მძიმე ბრალდების გავრცელება ბარამიძის არჩევანი იყო - სეპარატისტების გააქტიურება და გამოძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველებისთვის წაყენებული მძიმე ბრალდების გავრცელება ბარამიძის არჩევანი იყო - სეპარატისტების გააქტიურება და გამოძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი