მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი შანიძე: მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას
გიორგი შანიძე: მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას

იმედი|imedinews.ge

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მსახიობმა, გიორგი შანიძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც მიმართული იქნება ეკლესიის, ისტორიის, ეროვნული გმირების და ა.შ. სამართლებრივი დაცვისკენ.

შანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ნაწილის კი არა, მთელი ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. ამასთანავე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას. საინიციატივო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ნაწილის, არამედ, მთელი ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვიწყებთ მუშაობას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე, რათა ჩვენი ეროვნული ფასეულობები სათანადოდ იყოს დაცული და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.“- განაცხადა გიორგი შანიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზე — რუსთავი 2
  • ფოთში რესტორან „თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-მა დარღვევები გამოავლინა — BM.GE
  • 8 პოლიტიკოსის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე — ტვ პირველი
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენ — ნეტგაზეთი
პროცესი →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს

იმედი

სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

იმედი

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

იმედი