მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას
გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას

გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას

იმედი|imedinews.ge

ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას, - განაცხადა ახალი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა - მსახიობმა გიორგი შანიძემ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯგუფის სხვა წევრებიც - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი კოტე მჟავია.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ქმედებებმა, რომლებიც საქართველოს ეროვნულობის, ისტორიის, კულტურისა და რელიგიის წინააღმდეგაა მიმართული და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავების ხასიათს იღებს, შესაბამისად გაჩნდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებაც.

„გვსურს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და გაგაცნოთ ჩვენი ჯგუფის ინიციატივა, რომელიც მიგვაჩნია, რომ ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა იმ ტიპის ქმედებებმა და ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული პროცესები სულ უფრო მეტად სცდება ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსიისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართული შეურაცხყოფის, აგრესიული რიტორიკის, სიძულვილის კამპანიებისა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავების ხასიათს იღებს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას.

ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად, ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს, დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ და დესტრუქციულ, მართულ ჯგუფებს შორის. ფაქტია ისიც, რომ თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული, რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობისა და ქართული ღირებულებების გვერდით დგას. ამიტომაც, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეთ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეებისა და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას.

ამასთანავე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას.

საინიციატივო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ნაწილის, არამედ, მთელი ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვიწყებთ მუშაობას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე, რათა ჩვენი ეროვნული ფასეულობები სათანადოდ იყოს დაცული და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.“- განაცხადა გიორგი შანიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზე — რუსთავი 2
  • ფოთში რესტორან „თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-მა დარღვევები გამოავლინა — BM.GE
  • 8 პოლიტიკოსის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე — ტვ პირველი
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენ — ნეტგაზეთი
პროცესი →დაცვის →ისტორიული →

მსგავსი სტატიები

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

იმედი

POLITICO-ს ინფორმაციით, პოლონეთის მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „კანონი და სამართლიანობა“ განხეთქილებაა. პარტია პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დატოვა

POLITICO-ს ინფორმაციით, პოლონეთის მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „კანონი და სამართლიანობა“ განხეთქილებაა. პარტია პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დატოვა

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით

იმედი