
გიორგი სოსიაშვილი: გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს
გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი.
დეპუტატი ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივი დავის საკითხს გამოეხმაურა.
„ეს არის შეკვეთილი, ცილისმწამებლური ბინძური კამპანია. გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. მათი ხელწერაა, რომ სხვებს დააბრალონ ის, რასაც თავად წარმოადგენენ“, - აცხადებს სოსიაშვილი.
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
იმედი
წყარო: imedinews.ge