მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა
სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

რუსთავი 216 ნოემბერი, 2026, 14:21|rustavi2.ge

საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსება 2026 წელს 35,8 მილიონი ლარით იზრდება და 361,1 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი წარადგინა.გიორგი კაკაურიძის თქმით, სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება: სპორტული ფედერაციებისთვის, წლის განმავლობაში გამოვლენილი საჭიროებებისთვის - დამატებით 10,9 მილიონი ლარი, ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების ხარჯებისათვის - 4,0 მილიონი ლარი, საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოების მიზნით - დამატებით 10,4 მილიონი ლარი, მომდევნო წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, ასევე, სამინისტროს ბალანსზე არსებული სპორტული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად - 10,5 მილიონი ლარი.ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სპორტის კომიტეტის წევრებს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები გააცნო. მან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, საშემოსავლო და საგადასახადო მონაცემებზე, ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული ფინანსური რესურსის სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებზე გადანაწილების გეგმა წარადგინა.გიორგი კაკაურიძემ სპორტის კომიტეტს ასევე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა გააცნო, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს დაედო საფუძვლად.კომიტეტის წევრებმა სპორტის სამინისტროს დამატებითი დაფინანსების საკითხი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სპორტის მიმართულების პრიორიტეტულობა სახელმწიფო ბიუჯეტშიც აისახება, რასაც კომიტეტი მხარს უჭერს."ქვეყანაში ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. სპორტის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და შედეგებიც შესაბამისია. საქართველოში მაღალი დონის სპორტული შეჯიბრებები და ტურნირები ტარდება - საუბარია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. საერთაშორისო ფედერაციების მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ნდობა არსებობს", - განაცხადა სპორტის კომიტეტის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • საქართველოს ბანკმა 2026 წელს 40-ზე მეტი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განახორციელა - ანა ლომთაძეBM.GE
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა

პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა

რუსთავი 2

ირაკლი ქადაგიშვილი თამუნა გიორგაძეზე: როდესაც მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია აქცია, იქ უკვე იწყება ბრალდებების მთელი კასკადი

ირაკლი ქადაგიშვილი თამუნა გიორგაძეზე: როდესაც მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია აქცია, იქ უკვე იწყება ბრალდებების მთელი კასკადი

რუსთავი 2

დავით მათიკაშვილი: კომიკურ მდგომარეობაში იგდებს ბრიუსელის ბიუროკრატია თავს - ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია იმყოფება განგრძობად რეჟიმში, მას შემდეგ, რაც თვითონ შეაჩერეს დიალოგი საქართველოსთან

პაატა სალია: სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა​

პაატა სალია: სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა​

რუსთავი 2