
გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმიანება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.
სოსიაშვილის თქმით, ისინი ქვეყანაში „ბომბების წვიმას ნატრობდნენ“.
„გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? თითქოს, ჩვენ შანსი გვქონდა, რომ დაგვებრუნებინა ცხინვალი და აფხაზეთი, ანუ უნდა აგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება.
ბომბების წვიმას ნატრობდნენ. ისეთ ფსკერზე დაეცნენ, რომ პრიგოჟინსაც კი მიესალმებოდნენ, ოღონდ შარში გახვეულიყო ჩვენი ქვეყანა, დაწყებულიყო აქ საომარი მოქმედებები, ყველაფერზე მიდიოდნენ. ფაშიზმით იკვებებოდა ეს ხალხი თავის დროზე“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს.
იმედი
წყარო: imedinews.ge