
გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ
მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა.
სოსიაშვილის თქმით, მაშინ დავალება არ ჰქონდათ.
„მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ.
უკრაინის ომის შემდეგ მათ მიიღეს დავალება გარე პატრონებისგან, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებისგან, რომ აკეთონ მკვეთრად ანტირუსული განცხადებები და ახლა ისინი ხმალამოღებული დამცველები გახდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ა.შ. ეს არის პირდაპირ აგენტურისთვის დამახასიათებელი ამბავი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
აგვისტოს ომიდან მალევე პირადად სააკაშვილის მიერ რუსი ტურისტების მასპინძლობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხან არაღიარების პოლიტიკით ამართლებენ, ხანაც საერთაშორისო აქტორების დასანახად მშვიდობისთვის გადადგმულ ნაბიჯად. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ იმის ფონზე, როცა რუსეთმა ქვეყანას ათასობით ლტოლვილი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოუტანა, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედება გარე დავალებების უსიტყვო შესრულება იყო.
იმედი
წყარო: imedinews.ge