მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.

სულხან თამაზაშვილმა ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მათი გვერდით დგომა სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა დაღუპული პოლიციელების გმირობა და მათი თავდადება საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზასაც ეწვია და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ

ნინო წილოსანი: მიშა მშვილდაძე ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი - ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია ოპოზიციის პოლიტიკა იქმნებოდა

შარმანაშვილი რუსოფობიურ კამპანიაზე: ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ

შარმანაშვილი რუსოფობიურ კამპანიაზე: ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ

იმედი