მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი სოსიაშვილი: პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ძალიან ბრძენი პოლიტიკოსია, თავის გუნდთან ერთად ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად რეგიონში და წარმატებული ქვეყნის წარმატებულ პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა წერილი
გიორგი სოსიაშვილი: პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ძალიან ბრძენი პოლიტიკოსია, თავის გუნდთან ერთად ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად რეგიონში და წარმატებული ქვეყნის წარმატებულ პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა წერილი

იმედი|imedinews.ge

პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც არის ძალიან ბრძენი პოლიტიკოსი, თავის გუნდთან ერთად ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად რეგიონში და წარმატებული ქვეყნის წარმატებულ პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა მან წერილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულით ტრამპმა დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა და მეგობრობა და ის, რომ „აშშ-ს სჭირდება სწორედ ჩვენნაირი სწორად მოფიქრალი, სწორი სტრატეგიის შემმუშავებელი ქვეყანა, რომელიც იქნება მისი მყარი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში და ეს დადასტურდა ამ წერილით“.

„რადიკალებისთვის ეს წერილი პირდაპირ ლახვარი იყო. გახსოვთ, რადიკალების ერთ-ერთი აგენტურული ძალის წარმომადგენლის, გვარამიას განცხადება, რომელიც პირდაპირ ნატრობდა ქვეყნის უკრაინად გადაქცევას, როგორ დავკარგეთ ეს შანსიო, რომ უკრაინად არ ვიქეცით და ომი არ მოხდაო ქვეყანაში, ტრილიონებს მიიღებსო. დაქცეულ ქვეყანას რომ შენატრის და იმის ბედს რომ ინატრებს საკუთარი ხალხისთვის, რაზე უნდა ილაპარაკო?! ნათელია, რომ ეს ადამიანი ჩვენი მომავლის დაუძინებელი მტერია.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჩივარს საჩივარზე აგზავნიდნენ და ჯო უილსონი ჰყავდათ გამობმული და ყოველ დღე ახალ-ახალ პოსტებს აცხობინებდნენ, რომ იქნებ, ახალი ჟანგბადი მიეღოთ თავიანთი აგენტურული ძალებისთვის, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი განცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი, ხალხისადმი, სახელმწიფოსადმი, არის პირდაპირ ლახვარი“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა. „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • ტრამპი კანადურ კომპანიებს აშშ-ში გადასვლისკენ მოუწოდებს, რათა ტარიფებს ასცდნენBM.GE
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი