მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული
გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული

გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული

იმედი|imedinews.ge

თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

სოსიაშვილის თქმით, საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული.

„ძალიან დიდი ქონება დააგროვეს, ეს ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის ღალატის, საკუთარი სამშობლოს ტერიტორიების მტრისთვის ჩაბარების ხარჯზე. ასეთი უამრავი სიბინძურე გააკეთეს. ახლა, ბუნებრივია, მათ სურვილი აქვთ ამ სცენარებში ისევ ისე იყვნენ, როგორც მოქმედი პირები. არ დაკარგონ მათ თავიანთი მნიშვნელობა, ფუნქცია გარე პატრონებთან და რასაკვირველია, ამის გამო ხდება წამოძახებები, ცოდვების ერთმანეთზე. უნდათ, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი ქულები მიიწერონ და გარე პატრონების წარმოსახვაში წარმოჩინდნენ როგორც საქმის მკეთებლები“, - აღნიშნა მან.

გიორგი სოსიაშვილის თქმითვე, რადიკალები დაცლილები არიან ყოველგვარი ძალისგან.

„მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკი აღარ მაქვს, მაგრამ საზოგადოებამაც უკვე დაინახა, კაციშვილი აღარავინ გამოდის. ხედავენ, რომ ესენი არიან ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ჩვეულებრივი თაღლითები, ქვეყნის უფსკრულში გადამჩეხი ხალხი“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი