მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს
გიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს

იმედი|imedinews.ge

აქვს თუ არა საფუძველი მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მან ზოგადად მიმოიხილა ის პროცესები, რომელიც 2022 წლიდან საქართველოსთან მიმართებით ვითარდება.

„კიდევ უფრო კონკრეტული გახდა ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით: გერმანიის კანცლერის მხრიდან, სახელისუფლებო რგოლების მხრიდან, არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ მათი დაპირისპირება რუსეთთან გარდაუვალია, თუმცა სხვანაირად ფიქრობს ის ოპოზიცია, რომელიც უკვე მათზე პოპულარულია. გერმანიისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში განვითარდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათ რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად წარმოუდგენიათ. რადგან არ ემორჩილები - შესაბამის პასუხს გაძლევენ. ეს იმ სცენარის ერთ-ერთი მონაკვეთია, რომელიც 2022 წლიდან შემოგვთავაზა ბრიუსელმა - ანუ არ დგები ცალ ფეხზე? ზუსტად იმას მიიღებ, რასაც ახლა ვხედავთ. ავიღოთ კაია კალასის, მარტა კოსის, კუბილუისის განცხადება, ბიბისის თემა; აქვს თუ არა საფუძველი მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს არაევროპული და პრორუსული ხელისუფლება უწოდოს.

ვეუბნებით, რომ თანხა შემოიტანეთ რამდენჯერმე და ეს თანხა ვიხილეთ რუსთაველზე. ერთი კაცი დაისაჯა და ისიც სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს წვავდა. ეს მოხდა და მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ მომავალში თქვენი თანხა როცა შემოვა, თქვით რისთვის შემოგაქვთ. მაყურებელს უნდა შევახსენოთ: შალვა პაპუაშვილთან იყვნენ მსხვილი დამფინანსებლები და თქვეს, რად გინდათ ამ კანონის მიღება - რატომ გავიწვიეთ პირველად ის კანონი გახსოვთ და ოპოზიციაში დაიწყეს, აი შეეშინდათ, უკან გაიწვიეს... მაგრამ, რომ შევამჩნიეთ რომ არათუ იკლო, არამედ იმატა ინტენსივობამ შავი ფულის შემოტანის, სხვადასხვა აქტივობების დაფინანსების, მაშინ მივიღეთ კანონი, ისეთი როგორც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია მიღებული. გადახედეთ კვლევებს, სტატისტიკებს და დაინახავთ, რომ იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ევროპის შემადგენლობაში, ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ პროევროპულობის თვალსაზრისით. როცა შენ ეს ფაქტი გაქვს და ამის საპირისპირო განცხადება გაქვს მარტა კოსის, ან თუნდა გერმანიის კანცლერის, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბუდობს სხვა გეგმა, კონსპირაცია, რომელიც იმ სცენარის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მარიონეტული გაერთიანება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი