მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ
გიორგი ვოლსკი: ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ

გიორგი ვოლსკი: ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ

იმედი|imedinews.ge

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია - ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. [საქართველოს ]ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ და მოუსმინეთ, რას ამბობს კაია კალასი ან კუბილიუსი საქართველოსთან დაკავშირებით - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ბიუროკრატია, რომელიც დღეს განაგებს ევროკავშირს, არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება, თუკი ეს ცვლილება არჩევნების გზით ძირეულად არ მოხდა.

„ხელისუფლებები იცვლებიან, ახალი ხელისუფლებები მოდიან და შესაბამისად, იცვლება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან და ზოგადად, მთელს მსოფლიოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სიღრმისეულად გააანალიზონ, რა უნდათ საქართველოსგან და რა პერსპექტივას უქადის თუნდაც, გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერისგან გახმოვანებული მუქარა მომავალ თაობას.

„ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანის ოჯახისთვის კატეგორიულად არ არის მისაღები ის პერსპექტივა, რასაც ასეთი პოლიტიკა გვიქადის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას და ვფიქრობ, მომავალში აი, ეს სიღრმისეული ანალიზი და ინტელექტი გაიმარჯვებს იმ განუკითხაობაზე, რომლის შექმნაც სურთ საქართველოში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი