მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს
გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს

იმედი|imedinews.ge

თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე გვინდა ევროკავშირის წევრობა და გვინდა, რომ გავუტოლდეთ ბევრი მაჩვენებლით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს საუკეთესო მაჩვენებლები ყველა კვლევის მიხედვით, მაგრამ ახლა ახალი ბარიერის შექმნაზე დაიწყეს საუბარი, რომ უმრავლესობამ შეიძლება მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

„დიდი ქვეყნები, რომლებიც დახვდებიან, ადვილად მოახდენენ გავლენას სხვა დანარჩენ წევრებზე. პოლიტიკური პროცესების მანიპულაციაა შესაძლებელი ევროკავშირის შიგნით, თუკი გერმანიის ეს წინადადება გავიდა. არასოდეს არც ერთი დიდი ქვეყანა არ იწყებს საკითხზე საუბარს, თუ ამ საკითხს პოზიტიური განხილვის პერსპექტივა არ გააჩნია.

ამ გაერთიანების არსი იკარგება და უნდათ მოიყვანონ შესაბამისობაში იმ ვითარებასთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და დიდ ქვეყნებს უნდათ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მსოფლიო კონიუნქტურიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, მაგალითად ლუქსემბურგს რა აზრი ექნება

ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს. ჩვენ, როგორც კანდიდატ ქვეყანას გვაქვს ჩვენი მოსაზრება, თუ როგორ ვხედავთ ევროკავშირს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

შალვა პაპუაშვილი: მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 144 სტატია.

  • მარტა კოსის თქმით ევროკავშირის კანდიდატებმა ტრამპის MAGA მოძრაობასთან კავშირი უნდა გაწყვიტონფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

იმედი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი