
გიორგი ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება იმ სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად
ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით ყველამ ხელი ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ამას აჰყვა ყველა, მაგრამ ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმ სცენარში ჯდება, რომელიც რევოლუციური პროცესის განვითარებას გულისხმობს.
„საუბარია სხვა თვითმკვლელობებზე, საქართველოში არეულობა, აფხაზებს ვხვრეტდით ომის დროს, უკრაინული დრონები აფხაზეთის მხარეს უნდა წამოვიდეს, ვინაიდან ბენზინია შეტანილი, - ეს არის მთლიანი კომპლექსი ამ გეგმისა, რომელსაც ჰქვია საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების შექმნა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზედაც არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ფაქტი ვიხილეთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.
პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
იმედი
წყარო: imedinews.ge