
გიორგი ვოლსკი მიშა მშვილდაძეზე: ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ
ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.
ვოლსკის თქმით, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ.
„ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია. არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ. შესაძლოა კომერციულად არც არის ეს დიდი დანაშაული. არიან რუსეთის მოქალაქეები, რუსები, რომლებიც საერთოდ არც ერევიან პოლიტიკაში და არც გარკვეული პრინციპები აქვთ პოლიტიკური, მაგრამ ასე რომ გაქვს ფაფარი აშლილი, მშვილდაძე იქნება ეს, ვაშაძე იქნება, განსაკუთრებით ელენე ხოშტარია, ამხელა შემოსავალს იღებენ რუსეთის მოქალაქეებისგან, რუსებისგან და შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით ტეხენ დიდ ამბავს. იყენებენ პოლიტიკურ პროპაგანდაში და მოქმედებენ ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც თავისი პირადი ინტერესები აქვთ. სახელმწიფო ინტერესები აბსოლუტურად არც არავის აინტერესებს.
მიშა მშვილდაძეც იგივეა, ოღონდ ცოტა უფრო წვრილმანი მოქმედი რაღაც პროპაგანდისტი თუ კლოუნი. რეალურად, ეს არ არის წვრილმანი საქმე. წვრილმანი მათ ეჩვენებათ, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ, ნებისმიერი პრინციპის დარღვევა შეუძლიათ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge