მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ახალი არაფერია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო
გიორგი ვოლსკი: ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ახალი არაფერია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო

გიორგი ვოლსკი: ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ახალი არაფერია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო

იმედი|imedinews.ge

ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ამაში ახალი არაფერია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლის პროცესზე საუბრისას.

მისივე თქმით, სააკაშვილი ყოველთვის იყო ერთმმართველი და მის გადაწყვეტილებებს ყველა უნდა დამორჩილებოდა. ამან კი ქვეყანაში სადისტური მმართველობის სისტემა გამოიწვია.

„უამრავი გვარები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომლებიც ქუჩაში დახვრიტეს. სულ ტყუილ უბრალოდ, რათა წესრიგი დაემყარებინათ. ეს არის სააკაშვილი. დანარჩენებს არ აწყობთ ეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უამრავი თემაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ მმართველობაზე უამრავ ეჭვს ქმნის. ამდენად სურთ, სააკაშვილს გამოეცალონ, თუმცა ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული მომხდარ დანაშაულებში.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო. გახსოვთ სალომე ზურაბიშვილს ქარტია მისცეს ხელში, რომელსაც ხელი მოუწერა ისეთმა ხალხმა, ვინც უკიდურესი უცენზურობით მოიხსენიებდნენ მას ღია ეთერში.

გვახსოვს, გვარამია ახლახან ტიროდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას დემენცია დემენცია აქვს, სახელებს ვერ იხსენებს. ახლა ეს ტირილი მის მიმართ ხისტმა განცხადებებმა შეცვალა. ასე, რომ ეს თამაში შეიძლება განხილული იყოს მრავალნაირად. ეს არის გარკვეული კონსპირაცია. თამაშობენ იმას, რომ ვითომ დაიშალა ალიანსი, სხვადასხვა არიან.

ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ამ პოლიტიკური ჯგუფებისა და პიროვნებების არსი არ შეცვლილა. რაც იყო, დღესაც იგივეა. უბრალოდ, მართვის სადავეები არ აქვთ ხელში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ოპოზიციური ალიანსი შექმნიდან 100 დღის შემდეგ დაიშალა. დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა.

პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ 4 ივნისს დაწერა: „არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი