მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე: 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე
გივი მიქანაძე: 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე

გივი მიქანაძე: 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე

იმედი|imedinews.ge

ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, „როგორც ვიცით, წელს პირველად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება. რამდენად გაზარდა ამ ფაქტორმა მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლაზე. როგორ აისახა შედეგებზე ეს გადაწყვეტილება?“.

მინისტრის თქმით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან დაახლოებით 20 პროცენტია პირველი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე.

„თქვენ შესავალშივე ახსენეთ და მინდა დაგიდასტუროთ, რომ 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუ ჩვენ ვნახავთ სტატისტიკურ მონაცემებს, პირველი არჩევანი ამ 43 ათასიდან პროცენტული გადანაწილებით როგორ გაკეთდა, გეტყვით, რომ თითქმის 80 პროცენტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტების არჩევანი. დაახლოებით 20 პროცენტია პირველი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე. რა თქმა უნდა, აქ არის ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების იმიჯთან, მათ ტრადიციულ მახასიათებლებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მმართველი გუნდის მიერ მიღებული გასული წლის დეკემბერში, რომლითაც ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ გამოცდების შედეგად ჩარიცხული და შემდგომი წლების განმავლობაში მიღებული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. ამ ყველაფერმა თავისი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. დღესაც, როდესაც მე ვეგებებოდი აბიტურიენტებს, რომლებთანაც მქონდა შესაძლებლობა საგამოცდო ცენტრში შესვლამდე გავსაუბრებოდი, მათგან უდიდესი უმეტესობა ცალსახად აღნიშნავდა, რომ მათი სურვილია სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ათასი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა | საქსტატიBM.GE
  • რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმატვ პირველი
  • სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცარუსთავი 2
  • გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელსფორმულა
ათასი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი