მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
გივი მიქანაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

გივი მიქანაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და განსახორციელებელი ინიციატივების მნიშვნელობა განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ქართველი სტუდენტების მხარდაჭერის საკითხს, რაც ადგილობრივ წამყვან უნივერსიტეტში სწავლის სრულ დაფინანსებასა და ახალი აკადემიური შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხს, რომლის წარმომადგენლებიც პირველ შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავენ.

თავის მხრივ, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და ორივე ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს