მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე და ზურაბ პატარაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ
გივი მიქანაძე და ზურაბ პატარაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ

გივი მიქანაძე და ზურაბ პატარაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო მეუფე სპირიდონმა.

„ეს უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მთიანი აჭარის განვითარებაში.

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო დაწესებულება არამხოლოდ ცოდნის გავრცელებას, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს - პასუხისმგებლობიანი და მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეების აღზრდას ემსახურება, რაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.

უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა