მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.

„საამაყოა, რომ ქართველი ახალგაზრდები, საზღვარგარეთ ცხოვრების მიუხედავად, არ კარგავენ ინტერესს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ეხმარებიან ახალგაზრდა თაობას ქართულ ენასთან, ეროვნულ იდენტობასა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში.

მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ახალგაზრდები იცნობდნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც დაეხმარება მათ ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში. მჯერა, ეს ახალგაზრდები საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ონლაინ ფორმატში სწავლობენ მშობლიურ ენას, ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

სასწავლო პროცესს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული და გადამზადებული კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.

პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საგნობრივი პორტალის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ მეშვეობით, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია, სასწავლო ჯგუფისა და პედაგოგის შერჩევა. პორტალზე ასევე ხელმისაწვდომია სასწავლო რესურსები.

პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა და სხვა) მცხოვრებ 3 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიქანაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთრუსთავი 2
  • მიქანაძის თქმით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემაBM.GE
  • "ის, რომ პოლიესტერი დამაზიანებელია, მოგონილი სპეკულაციაა" - მიქანაძე სასკოლო ფორმების ხარისხსა და ღირებულებაზე საუბრობსტვ პირველი
  • მიქანაძე: არაა სავალდებულო სკოლის ფორმები ჩვენგან შეიძინონ - შეუძლიათ გამოიწერონ ან შეაკერინონფორმულა
მიქანაძე →

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი