მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ქაჯაიასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სამინისტროს მხარდაჭერით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოში 9-15 აგვისტოს ჩათვლით იმყოფება და მას ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება, ასევე სტუმრებისთვის ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.

ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცება და ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლარუსთავი 2
  • მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს - ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდატვ პირველი
  • $7800-ის და €4450-ის ქურდობის ბრალდებისთვის დაკავებულია ჩინეთის 2 მოქალაქე - შსსBM.GE
  • თბილისში, ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავესფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის

კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. ვფიქრობ, ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

იმედი

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

იმედი