მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის
მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის

იმედი|imedinews.ge

ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის, - განუცხადა პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე მან გახსენება ის ფაქტები, რომელიც აფხაზეთის ომსა და ტყვეთა გაცვლას ეხებოდა.

„უშუალოდ ამ ვაჟბატონის [გიორგი ბარამიძის] იქ ყოფნას და მის ე.წ. მონაწილეობას რაც ეხებოდა - ყოველივე ამის დეტალური და დოკუმენტური აღდგენა მოხდა, ფაქტობრივად პროკურატურაში.

მისი დაბალი ინტელექტის მიუხედავად, მას არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რამხელა ბოროტებას ჩადიოდა. ეს არის შეკვეთა, რომელსაც ის ვერ გაურბის და ყოველდღიურად აგრძელებს და აგრძელებს.

მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ამ კაცს უნდა ვათქმევინოთ, რომ ის ჭორიკანაა, ან ხელი უნდა დაადოს. რა თქმა უნდა, ის ჭორიკანაა. ვერავის დაადებს ხელს. ბევრად უფრო მძიმეა შემდგომი განცხადება - ჩვენ დაგვბრალდა. შემდეგ შეცვალა და აქცენტი გადაიტანა, მეომრები არ ხვრეტდნენ, ადგილობრივი მოსახლეობაო - კიდევ უფრო დაამძიმა. მისი ბოროტება არ სრულდება. პირველი განცხადების შემდეგ უარესსა და უარესს აკეთებს.

ახლა მიუნჰაუზენიც, სააკაშვილიც დაემატა, მეც ვიყავიო. ეს უკვე კომედიიდან არის, ტრაგედია რომ არ იყოს“, - განაცხადა თოფურიამ.

მისივე თქმით, შეკვეთაა, რომ ბარამიძემ ბოდიში არ უნდა მოიხადოს.

„ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის“, - აღნიშნა თოფურიამ ბარამიძეზე საუბრისას.

აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელზეც გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით დაიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • მალხაზ თოფურია: “მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული! ის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდატვ პირველი
  • "ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. ინფორმაციისთვის, მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული" - მალხაზ თოფურიარუსთავი 2
  • პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხაფორმულა
  • აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ბარამიძის საქმეს ეხმაურებანეტგაზეთი
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია

იმედი

კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. ვფიქრობ, ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

იმედი

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

იმედი