მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ იტალიის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
გივი მიქანაძემ იტალიის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ იტალიის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების მიმართულებით თანამშრომლობას.

ხაზი გაესვა საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაფართოებასა და მის მიმართ მზარდ ინტერესს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს.

ასევე აღინიშნა საქართველოსა და იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში იტალიური ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის დამატების შესაძლებლობაზეც.

შეხვედრის დასასრულს, გივი მიქანაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და იტალიას შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

თავის მხრივ, მასიმილიანო დ’ანტუონომ თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა დაადასტურა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას