მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა
გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.

გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და UNESCO-სთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მსოფლიოს 40 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს ლიდერები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი იყო 2022 წლის სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეჯამება და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის — ხარისხიანი განათლების — მიღწევის პროცესის დაჩქარების ხელშეწყობა.

სამიტს ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან და განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენთან.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნაBM.GE
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დავით ვარდიაშვილი დაინიშნატვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

იმედი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

იმედი

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

იმედი

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

იმედი