მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გლდანის რაიონში N14 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო
გლდანის რაიონში N14 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

გლდანის რაიონში N14 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ გურამ ოქროპირიძესთან და N14 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორ მედეა გოგნაძესთან ერთად ჩადო.

„დღეს სიმბოლურად საფუძველს ვუყრით მომავალს, რადგან თითოეული ახალი საბავშვო ბაღი არის ინვესტიცია ჩვენს შვილებში, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ აქ, ამ ერთ კონკრეტულ მუნიციპალურ ბაღში, აღიზრდებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იქნებიან. სწორედ აქ ისწავლიან მეგობრობას, ერთმანეთის პატივისცემას, გუნდურობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ძლიერი საზოგადოების საფუძველია. ამიტომ საბავშვო ბაღის მშენებლობა არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი - ეს არის დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე იდგა ძველი, ამორტიზებული და სტანდარტებთან შეუსაბამო შენობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ბავშვების უსაფრთხოებას.

„ჩვენთვის სკოლამდელი განათლება არასდროს ყოფილა ხარჯი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ მომავალში დებს. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს ვუყრით საფუძველს. ამ კაფსულაში მხოლოდ წერილს არ ვტოვებთ. აქ ვტოვებთ ჩვენს რწმენას, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო განათლებულ, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში იცხოვრებს. დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში აღიზრდება არაერთი ბავშვი, რომელიც მომავალში ექიმი, მასწავლებელი, ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვანი თუ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული და წარმატებები უსურვა მათ.

პროექტის მიხედვით, ახალი ბაღი რვაჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაგა-ბაღის ტერიტორია 3 420 კვადრატული მეტრია, სადაც აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა და უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბაგა-ბაღს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. 2020 წლის შემდეგ ბაღი ალტერნატიულ ფართშია განთავსებული, რომელიც 117 პატარას ემსახურება.

ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, გამგებლები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიᲨნულ არჩევნებში, რომ მიიღეს მონაწილეობა - უტიფრობაᲨი, არათანმიმდევრულობაში და ტყუილᲨი, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

იმედი

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი

ფონ დერ ლაიენი: ევროპული ეკონომიკური მოდელი დიდხანს ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა იაფი იმპორტირებული ენერგია, ღია გლობალური ვაჭრობა, ჩინურ ბაზარზე მზადრი წვდომა, ამერიკის მხრიდან სრტატეგიული დაცვა და დასავლეთის ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ფაქტორები გაქრა