
Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ
ამერიკული კონსერვატიული მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ.
სანქციების სიაშია მემარცხენე დაჯგუფება „ანტიფა“, რომელიც მედიის ცნობით, საჯარო მოხელეებისა და სამართალდამცველების პირად მონაცემებს წლების განმავლობაში ასაჯაროებდა. მიზანი კი მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისება იყო.
„დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ტრანსნაციონალურ ულტრამემარცხენე ტერორისტულ ქსელს, მათ შორის Autistici/Inventati-ს - ულტრამემარცხენე ტექნოლოგიურ კოლექტივს, რომლის სერვისებსაც აშშ-სა და მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე აქტიური და ძალადობრივი „ანტიფა“ დაჯგუფება იყენებს“, - ციტირებს გამოცემა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს.
რუბიოს განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფები აშშ-ში უზრუნველად ვერ იქნებიან. „ძალადობრივი ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენს ცივილიზაციას ომს უცხადებენ და კანონისა და წესრიგის შესუსტებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თავდასხმებს ან ხელისუფლებისთვის საკუთარი დანაშაულების დამალვის მიზნით შეთქმულებას ცდილობენ, უზრუნველად ვერ იქნებიან“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge