
გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მიზანმიმართული დივერსია. ამის დამადასტურებელი საბუთია ოლეგ ბარციცის გამოსვლა რუსეთის ტელევიზიაში, ამის დამადასტურებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში
მიზანმიმართულ დივერსიად აფასებს ომის ვეტერანი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის განცხადებას.
როგორც გოგა ხაინდრავამ „ქრონიკას“ განუცხადა, ამის დამადასტურებელი საბუთია ოლეგ ბარციცის გამოსვლა რუსეთის ტელევიზიაში.
„ამის დამადასტურებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში ამასთან დაკავშირებით.
ეს ესმის ახალგაზრდა თაობას, ახალ თაობას და ეს ესმის ჩვენს მტრებსაც. დაიწყეს ასეთი ტიპის დივერსიების განხორციელება იმათი ხელით, ვინც აქ იმთავითვე აგენტურას წარმოადგენენ. როგორიც არის სააკაშვილი“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge