მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ "საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოდან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა"
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ "საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოდან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა"

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ "საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოდან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა"

BM.GE13 აგვისტო, 2026, 01:24|bm.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ "საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა", თუმცა კონკრეტულად ვისგან მიიღეს საწვავი ე.წ ხელისუფლების განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

"საწვავის მიწოდება გრძელდება რუსეთის ფედერაციიდან კონტრაქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, თუმცა გარე ფაქტორებით გამოწვეული შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის არასაკმარისია. ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალტერნატიული წყაროებიდან საწვავის მიწოდების შესაძლებლობებზე. საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა", - წერია ე.წ ხელისუფლების განცხადებაში.

დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.

მისი თქმით, პროცესი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.

„ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის „ოკუპაციის შესახებ“ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ სახელმწიფო უწყებებს საწვავი უშუალოდ არ გაუგზავნიათ და პროცესში კერძო სექტორი მონაწილეობდა.

„რაც შეეხება საწვავის შეტანას, ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მომავალშიც გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ - “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებშიიმედი
  • კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურაფორმულა
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

საავიაციო საწვავი წინა წელთან შედარებით 63%-ით არის გაძვირებული - IATA

საავიაციო საწვავი წინა წელთან შედარებით 63%-ით არის გაძვირებული - IATA

BM.GE

სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა შემდეგ წელს დასრულდება - ალიევი

სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა შემდეგ წელს დასრულდება - ალიევი

BM.GE

ღია სცენა "თაკარა“ და სუხიშვილების ახალი დადგმა “რეკონსტრუქცია”, როგორც არ გაჩერების მუდმივი მოძრაობა

ღია სცენა "თაკარა“ და სუხიშვილების ახალი დადგმა “რეკონსტრუქცია”, როგორც არ გაჩერების მუდმივი მოძრაობა

BM.GE

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

BM.GE