მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა
ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძე, ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2026 წელს დაიწყო და აერთიანებს სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.

ღორჯომის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი - „ბერმუხა“ ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი - „იაგუნდი“ ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი - „ათძალი“ ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ღორჯომი“ ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული დიდაჭარის სასოფლო კლუბის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - „მერმისი“ ხულოს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი -„ციცინათელა“ ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი – „ხიხანი“ ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი – „ჭვანა“

კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ეროვნული სამოსის და ადგილობრივების მიერ ხელით შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი