მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, შემდეგ კი 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდება.

„კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება ნაძალადევის რაიონში. ღრმაღელის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ამორტიზებული და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა უკვე დაიწყო. განახლდება როგორც სასმელი წყლის სისტემა, ისე წყალარინების ქსელი.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძალადევის გამგეობა 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ასევე, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღრმაღელის ქუჩის რეაბილიტაცია წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. ტერიტორიაზე არსებობს დაზიანებული ქვაფენილიანი გზა, რაც ართულებდა ქუჩაზე მოსახლეობის გადაადგილებას. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყველაფერი მთლიანად მოწესრიგდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეაბილიტაცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • 2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძეBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებშიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სამუშაოების დროს აღმოჩენილი შუა საუკუნეების თბილისი - ნაპოვნი არტეფაქტები დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების დადასტურებაარუსთავი 2
რეაბილიტაცია →

მსგავსი სტატიები

Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა

Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა

იმედი

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

იმედი

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

იმედი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

იმედი