მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: 26 მაისს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა
გურამ მაჭარაშვილი: 26 მაისს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა

იმედი|imedinews.ge

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველო დამოუკიდებელი იქნება თუ სხვაზე დამოკიდებული.

მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

„ეს ჩვენ გვიკვირს, როგორ მისცა რადიკალური ოპოზიციას მორალმა საშუალება 26 მაისს აქცია დაეანონსებინათ, თუმცა მათთვის ეს პრობლემა სულაც არ არის. 26 მაისის თარიღთან მიმართებით რადიკალებს არანაირი განცდა არ აქვთ. დაანონსებული აქცია იქნება მორიგი წარუმატებელი მცდელობა ხალხის ქუჩაში პროტესტისთვის გამოსაყვანად. ამბობენ ხალხი აღელვებულია და სურთ ქვეყანაში რაიმე შეცვალონ. ასე რომ იყოს, ხალხი არასამუშაო დღეს კი არ დაელოდებოდა პროტესტის გამოსახატავად, არამედ გამოვიდოდნენ ქუჩაში და ღამეებს გაათენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ეყოფა თვითშეგნება და არ აჰყვება პროვოკაციას.

26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა. ისტორიულად სხვა ქვეყნის მმართველებს კარს უღებდნენ მოღალატე თავადები, რომელთაც უცხოეთიდან მიღებული ჰქონდათ გამეფების ან ხელშეუხებლობის გარანტია. ეს ხდება ახლაც, უბრალოდ ფორმატია შეცვლილი.

რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობა. მათი ინტერესია თავად ჰქონდეთ ძალაუფლება და უცხოელმა პატრონმა უბოძოს რაიმე. დამოუკიდებელი იქნება საქართველო თუ დამოკიდებული, მათთვის სულ ერთია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი