მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით
გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრობენ ასევე ამერიკელი ოფიციალური პირები, უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და ევროპელი პოლიტიკოსებიც.

მაჭარაშვილის განცხადებით, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმების პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.

მისი თქმით, საქართველო სწორედ იმ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ქვეყანას მსგავსი სცენარისგან იცავდა.

„არამარტო ილონ მასკი, თავად შტატების პრეზიდენტი ტრამპიც ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი ომია. ტრამპის წარმომადგენლები, სახელმწიფო მდივანი და თავად ზელენსკის გარემოცვის წევრები, რომელთაგან ზოგი გაიქცა, ზოგი კი დააკავეს, ასევე საუბრობენ იმაზე, რომ როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლის შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, ეს პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.

ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო მდივნის, სენატორების ან ევროპელი ლიდერების განცხადებები. ეს არის იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც, რომლებიც სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ და აცხადებენ, რომ შეთანხმება სწორედ ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ეს არის მოცემულობა.

ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ ჩვენი ჯარისკაცები სახლში არიან, ხოლო უკრაინელების სისხლზე ჩვენი ეკონომიკა ვითარდებაო. გერმანიის კანცლერმაც განაცხადა - რომ არა უკრაინის ომი, გერმანიის სამხედრო ინდუსტრია ასე არ გაიზრდებოდაო.

მეტი როგორ უნდა დაუმტკიცდეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეს პროქსი ომია, გამოსაყენებლად გამოცხადებული ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს.

ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით - რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით, თუ უარესში არა. უკრაინა საქართველოზე ათჯერ დიდია - მოსახლეობითაც, ტერიტორიითაც და სხვა შესაძლებლობებითაც. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა საქართველო, რომ დაგვეჯერებინა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციისთვის, ელჩისთვის, ევროპარლამენტისა და მათი აქაური აგენტურისთვის.

ეს არის რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად გვაჩვენებენ უცხოელი წარმომადგენლები და რომელსაც უკვე ვეღარ მალავენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი